ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუს სპორტსმენებს დროშითა და ჰიმნით გამოსვლის უფლება მისცა #1TVSPORT
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუს სპორტსმენებს დროშითა და ჰიმნით გამოსვლის უფლება მისცა #1TVSPORT

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) რუსი სპორტსმენებისთვის 2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების მოხსნის შესახებ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

„სპორტი კვლავაც უნდა იყოს პოლიტიკური განვლენებისგან ნეიტრალური, დამოუკიდებელი და თავისუფალი. ძიუდო, რომელიც საკაცობრიო ფასეულობებზე, ერთობასა და მეგობრობაზეა დაფუძნებული, მის გეოპოლიტიკური მიზნებისთვის პლატფორმად გადაქცევას ვერ დაუშვებს.

IJF-ის აღმასკომმა ხმა მისცა რუსი სპორტსმენებისთვის ეროვნული დროშით, სიმბოლიკითა და ჰიმნით ასპარეზობის უფლების დაბრუნებას, დაწყებული აბუ დაბის 2025 წლის გრანდ სლემიდან… ძიუდო ყოველთვის ცდილობს, ხელი შეუწყოს მეგობრობას, პატივისცემას, სოლიდარობასა და მშვიდობას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრებებში სახელმწიფო დროშით ასპარეზობის უფლება მანამდე, ამა წლის მაისში ბელარუს სპორტმსენებს მისცა, რომლებიც ასევე ნეიტრალური სტატუსით გამოდიოდნენ.