ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი სარეიტინგო სია გამოაქვეყნა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი სარეიტინგო სია გამოაქვეყნა

ეკატერინბურგში ტურნირის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი სარეიტინგო სია გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზებედა რეხვიაშვილი ერთადერთი იყო ვინც გრანდსლემის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა და 500 სარეიტინგო ქულა მიითვალა.

ზებედა ეკატერეინბურგში შეჯიბრის ფინალისტთან იაპონელ ტაკეში სასაკისთან დამარცხდა და შარშანდელი შედეგი მესამე ადგილი გაიმეორა.

ამ შედეგით ზებედა სამი საფეხურით დაწინაურდა და 2 512 ქულით მე-12 ადგილზეა. 81კგ. წონითი კატეგორია კი კვლავ ერთადერთია, სადაც ქართველი ძიუდოისტი ათეულში არ არის.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი 5 800 ქულით 100კგ. წონით კატეგორიაში კვლავ პირველ ადგილზეა. ეკატერინბურგში წარუმატებლობის მიუხედავად 4 270 ქულით მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი კვლავ მეორე ადგილზეა.

რეიტინგის მეორეადგილოსანია 90კგ-ში მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილი.

მძიმეწონოსანი ონისე ბუღაძე, ვინც ეკატერინბუგში მეხუთე ადგილზე გავიდა, 22 საფეხურით დაწინაურდა და 773 ქულით 46-ე ადგილზეა.