ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოს ათგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ტედი რინერმა შარშანდელის მსგავსად ევროპის ჩემპიონატზე წელსაც არ იჭიდავებს.
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელთა საბჭოს მიერ შედგენილი პირველადი განაცხადის მიხედვით, მძიმე წონით კატეგორიაში რინერი იყო წარდგენილი, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ თელ-ავივში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ჰამზა ოუჩანი იასპარეზებს.