სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრების პროტესტს ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც შეუერთდნენ.
ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა, თუმცა მათ შეკრება დატოვეს.
ჩვენ საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები ვტოვებთ შეკრებას და ვუერთდებით ჩვენ ძმებს!ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს!!!!!!
Posted by Jaba Papinashvili on 2018 წლის 1 ივნისი, პარასკევი
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ახალგაზრდებში ჯაბა პაპინაშვილი განცხადებას ავრცელებს – „მე ვარ ჯაბა პაპინაშვილი ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი და დღეს ჩემი ინიციატივით დავტოვე შეკრება და ვუერთდები დიდების ნაკრებს!“
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით, თბილისში მომხდარი დაპირისპირებისას ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია ერთი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენებს, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაუხსნეს ცეცხლი.
წინასწარი ცნობით, თავდამსხმელები ძიუდოს ფედერაციის თანამშრომლები არიან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, 1985 წელს დაბადებული ლ.ჟ. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავა.