ძიუდო | ზურაბაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონია, აბალაკმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედალი მოიპოვეს. გიორგი ზურაბაშვილი (90 კგ) ფინალში ლიეტუველ მარიუს გენისთან დამარცხდა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
სკოპიეში, ასევე ძიუდოს ტურნირის ფინალურ ბლოკში იასპარეზა იოანე აბალაკმა (+90 კგ), რომელიც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მთლიანობაში ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
დღეს, 26 ივლისს ქართველი ძიუდოისტები შერეულ გუნდურ ასპარეზობაში გამოვლენ.
