ძიუდო | ზაგრების გრანპრიზე მედლებისთვის ბრძოლას ბეროშვილი და მოსიაშვილი განაგრძობენ #1TVSPORT
ძიუდო | ზაგრების გრანპრიზე მედლებისთვის ბრძოლას ბეროშვილი და მოსიაშვილი განაგრძობენ #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარეობს ძიუდოს გრანპრი, რომელშიც დღეს სამი ქართველი ჩაერთო.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ორი ძიუდოისტი ასპარეზობდა. თორნიკე მოსიაშვილმა ჯერ გერმანელი მეიერი დაამარცხა, შემდეგ – სლოვენიელი ჰოიაკი, მერვედფინალში კი შვეიცარიელ ვაიზინგერსა და არგენტინელ სოსას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ამავე წონაში ესპანელ შუჰალიევთან დამარცხდა გიორგი იანტბელიძე.

81 კგ წონით კატეგორიაში პირველი ბრძოლა მოიგო ირაკლი ბეროშვილმა. მან ინდოელი ადიტია სოლანკი დაამარცხა. მერვედგინალში მისი მეტოქე ფინელი ეეტუ იჰანამაპი იქნება.