ძიუდო | ზაალიშვილი და თუშიშვილი ბაქოს გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ბაქოში მიმდანარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად შვიდი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა.
ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს გელა ზაალიშვილი (+100კგ). ქართველმა ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში იჭიდავებს. ამავე ეტაპზე იასპარეზებს გურამ თუშიშვილიც, რომელიც ბაშაევს შეხვდება.
ილია სულამანიძემ (100კგ) შეჯიბრებაზე პირველი დაპირისპირება მოიგო და მერვედფინალშია, ისევე როგორც ერეკლე ბაზიერიშვილი. ამ უკანასკნელმა იაპონელი ძიუდოისტი დაამარცხა. მძიმეწონოსან სოფიო სომხიშვილს (+78 კგ) ჯერ პირველი შეხვედრა არ გაუმართავს.
ვლადიმერ ახალკაცი და თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე – 90 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.
22 ოქტომბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.