ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო და ზაგრების გრან პრის დაემშვიდობა #1TVSPORT
ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო და ზაგრების გრან პრის დაემშვიდობა #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში სტარტი აიღო ზაგრების გრან პრიმ ძიუდოში. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 12 სპორტსმენით გამოდის. მედლების მოსაპოვებლად პირველ დღეს სამი ქართველი გამოდიოდა, რომელთაგან ტურნირს ვაჟა მარგველაშვილი პირველი დაპირისპირების შემდეგ უკვე დაემშვიდობა.

ქართველი სერბ სტაჰინია ბუნჩიჩთან იპონით დამარცხდა. რამდენიმე წუთში პირველ შეხვედრებს ჩაატარებენ ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი.

60 კგ წონით კატეგორიაში 19 წლის გიორგი სარდალაშვილის მეტოქე ტაჯიკი მუჰამადსოლე ქუვატოვი იქნება.

57 კგ წონით კატეგორიაში ქალთა შორის ლიპარტელიანი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ასეილა ტოპრაკს შეხვდება.

ზაგრების გრან პრიზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.