ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია #1TVSPORT
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო. დღეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი და ალეკო კასრაძე (ორივე – 66 კგ.) გამოვიდნენ, რომელთაგან მარგველაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მარგველაშვილმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში უზბეკ ტილოლოვს დამატებით დროში ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) გახდნენ, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.) ვერცხლის მედალი აიღო, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) კი – ბრინჯაოსი.