ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა. 60კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა პირველ წრეში ყირგიზი, ხოლო მეორე წრეში ბრაზილიელი სპორტსმენი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ძლიერ ყაზახ ძიუდოისტთან ელდოს სმეტოვთან დამატებით დროში დამარცხდა. ჯაბამ რეპეჟაშიც ვერ გამოიჩინა თავი და ტურნირს დაემშვიდობა.
საქართველოს მეორე წარმომადგენელი, რომელიც პირველ დღეს გავიდა ტატამზე ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52) იყო. იგი პირველივე შეხვედრაში სამხრეთ კორეელ ძიუდოისტთან დამარცხდა და გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას.
ხვალ, 6 მარტს ტაშკენტის გრანდ სლემზე ფრიდონ გიგანი (73), გიორგი შერაზადიშვილი (81) და მარიამ ჭანტურია (70) შეეცდებიან ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 8:30 საათზე დაწყება, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე გაიმართება.