ძიუდო | თუშიშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია, ჯაბნიაშვილი და დემეტრაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში სამ ქართველს ვიხილავთ – მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ტურნირის ნახევარფინალშია, სადაც მონღოლ ბახტიარს შეხვდება. ბრინაჯოს მედლისთვის იჭიდავებენ გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ). თბილისის გრანდ სლემზე მერვედფინალში დამარცხდა და უმედლოდ დაასრულა გამოსვლა ილია სულამანიძემ (100 კგ).

ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია – ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. ჩვენი გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა, ხოლო მამაკაცებს შორის პირველ ადგილს იკავებს.