ძიუდო | თუშიშვილი, ინანეიშვილი და დემეტრაშვილი თბილისის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით გამოვიდა, რომელთაგან 9 ძიუდოისტი განაგრძობს მედლებისთვის ბრძოლას.
ტურნირზე გამომსვლელი ოთხი მძიმეწონოსნიდან სამი – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებენ.
შეჯიბრზე პატარა სენსაცია მოახდინა ახალგაზრდა მიხეილ ჯაფარიძემ (100 კგ), რომელმაც წონის პირველი ნომერი, კანადელი რეისი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ლაშა ბექაური მეორე დაპირისპირებას რამდენიმე წუთში ჩაატარებს.
შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.