ძიუდო | თუშიშვილი და გრიგალაშვილი დღეს ავსტრიის გრანპრიზე იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | თუშიშვილი და გრიგალაშვილი დღეს ავსტრიის გრანპრიზე იჭიდავებენ #1TVSPORT

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი – ტატო გრიგალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90კგ), იმედა გოგოლაძე (100კგ), გურამ თუშიშვილი და შალვა გურეშიძე (ორივე +100კგ) – იასპარეზებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, გურამ თუშიშვილი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად იჭიდავებს.

ტატო გრიგალაშვილი კი უკვე მეორე ტურნირზე იასპარეზებს 90კგ-ში.

ორი კვირის წინ ქართველმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ვარშავის ღია პირველობაზე 90 კგ-ში ოქროს მედლალი მოიპოვა.

შეგახსენებთ,რომ ავსტრიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრებმა ორი საშეჯიბრო დღე უმედლოდ დაასრულა.