ძიუდო | თუშიშვილი ავსტრიის გრანპრის მეოთხედფინალშია, გრიგალაშვილმა, გურეშიძემ და ჯაბნიაშვილმა პირველი გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი – ტატო გრიგალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90კგ), იმედა გოგოლაძე (100კგ), გურამ თუშიშვილი და შალვა გურეშიძე (ორივე +100კგ) ასპარეზობდა.
მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა, რომელმაც დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად იჭიდავა, ავსტრიის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხეფინალში გავიდა.
ასევე მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებს მძიმეწონოსანი გურეშიძეც. პირველი გამარჯვებები იზეიმეს გრიგალაშვილმა და ჯაბნიაშვილმა. ორივე მათგანი მერვედფინალშია.
გრიგალაშვილის მეტოქე იაპონელი ტოკუმოჩი იქნება. გრანპრიზე დღეს გამომსვლელი მეხუთე ქართველი იმედა გოგოლაძე პირველივე წრეში დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიის გრანპრიზე საქართველოს ნაკრებმა ორი საშეჯიბრო დღე უმედლოდ დაასრულა.