ძიუდო | თემურ ნოზაძემ თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის პირველ დღეს ფინალურ ბლოკში სამმა ქართველმა უკვე იჭიდავა, რომელთაგანაც მედლის მოპოვება მხოლოდ თემურ ნოზაძემ (66 კგ) შეძლო.

ქართველი ფინალში ნეიტრალური დროშით მოასარეზე ალბერტ ნაგუჩევთან დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავეს ლაშა ნადირაძემ (66კგ) და თორნიკე მაზიაშვილმა, მაგრამ ორივე მათგანი უმედოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ფინალშია ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ). იმავე წონაში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ნინო ლოლაძე.

შეჯიბრების ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყო, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.