ძიუდო | თემურ ნოზაძე და ეთერ ლიპარტელიანი თელ-ავივის გრანდსლემის მეოთხედფინალში იასპარეზებენ
ძიუდო | თემურ ნოზაძე და ეთერ ლიპარტელიანი თელ-ავივის გრანდსლემის მეოთხედფინალში იასპარეზებენ

დღეს, 18 თებერვალს, სტარტი აიღო თელ-ავივის გრანდსლემმა ძიუდოში, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით სამი მამაკაცი და სამი ქალი ძიუდოისტი გამოვიდნენ.

60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძემ პირველ წრეში ბრაზილიელ ფელიპე პელიმს, ხოლო მეორე წრეში თურქ მირაჩ აქუსს სუფთა გამარჯვებით სძლია და მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ეშლი მაკენზის შეხვდება.

ასევე წარმატებულად ასპარეზობს ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც პირველ ეტაპზე რუსი ძოუდოისტი დიანა ძიგაროსი გამოთიშა ასპარეზობას და მეორე წრეში პოლონელ ანა კუჩერასსთან ულამაზესი ილეთით სუფთა გამარჯვება მოიპოვა და ეთერიც მეოთხედფინალში იჭიდავებს. სამაწუხაროდ დანარჩენი ოთხი – ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ), გიორგი ბაზანდარაშვილი (66კგ) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ), მარიამ ჯანაშვილი (52კგ) ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ტურნირს.