ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე მესამე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს ძიუდოისტები ხუთ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ – 90კგ, 100კგ, +100კგ (კაცები); 78კგ, +78კგ (ქალები).
საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით ასპარეზობს:
-90 კგ ლაშა ბექაური, ლუკა ბაბუციძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე;
-100 კგ სოსო ებილაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე, იმედა გოგოლაძე, ონისე სანებლიძე;
+100 კგ გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, უჩა ტაბატაძე;
-78 კგ ეკა ზამთარაშვილი
+78 კგ სოფიო სომხიშვილი.
შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.