ძიუდო | ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

14:22, 07.10.2026

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს.

მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონმა მეოთხედფინალში სლოვენიელი ნასე ჰერკოვიჩი დაამარცხა და ფინალში გადასასვლელად სერბ მიხაილო სიმინს დაუპირისპირდება.

ტურნირზე ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი