ძიუდო | ტაშკენტის გრანდ სლემზე ბექაურმა ბობონოვი დაამარცხა და მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ორგზის ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მერვედფინალში მასპინძელი დავლათ ბობონოვი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ კიმს შეხვდება.

დღეს შეჯიბრზე კიდევ ხუთი ქართველი ძიუდოისტი გამოდის – გიორგი ჯაბნიშვილმა (90 კგ) ერთი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში მისი მეტოქე იაპონელი ოკადა იქნება, 100 კგ-ში თითო დაპირისპირება მოიგეს ონისე სანებლიძემ და თორნიკე ფოლადიშვილმა.

მძიმეწონოსნებიდან საბა ქარდავამ პირველ წრეში გერმანიის სახელით მოასპარეზე დანიელ უძილაურს სძლია და მომდევნო ეტაპზე უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოევს დაუპირისპირდება, გელა ზაალიშვილი კი პირველივე ეტაპზე დამარცხდა და გრანდ სლემს გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.