ძიუდო | სომხიშვილი და ინანეიშვილი ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ბოლო საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც საბა ინანეიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.

ფინალურ ბლოკში ინანეიშვილი მესამე ადგილისთვის ყაზახ კაზიბაიევს შეხვდება, სომხიშვილი კი მედლისთვის ხორვატ ვუკოვიჩს დაუპირისპირდება. დღეს გამომსვლელი კიდევ ერთი ქართველი სოსო ებილაშვილი (90) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა.

ბაქოს გრანდ სლემზე 16 თებერვალს მედლები მამაკაცთა შორის – 90, 100, +100 და ქალთა შორის 78, +78 კგ-ებში გათამაშდება. ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემზე 20 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა – ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.