ორგზის ოლიმპიური და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი შოჰეი ონო საქართველოს ეწვევა. იგი რუსთავის სპორტის სასახლეში ძიუდოს მასტერკლასს ჩაატარებს. ონო საქართველოში ვეტერანი ძიუდოისტების, ვარლამ ლიპარტელიანისა და ავთანდილ ჭრიკიშვილის მოწვევით მოემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ სწორედ მაშინ, როცა ონო ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა, გაიმართება თბილისის გრანდ სლემი. ცხადია, იაპონელი ძიუდოისტი ამ ღონისძიებასაც დაესწრება.