ძიუდო | „შევარდენი“ ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია #1TVSPORT
ძიუდოს ქართული კლუბი „შევარდენი“ ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართული საერთაშორისო ტურნირის (JENYS CUP) გამარჯვებულია.
ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი იყო. „შევარდენის“ რიგებში ოქროს მედლები გიორგი თუთაშვილმა (66 კგ), კოტე კაპანაძემ (73 კგ), ზაურ დვალაშვილმა (81 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) და შალვა გურეშიძემ (+90 კგ) მოიპოვეს.
ქართულმა კლუბმა ფინალურ დაპირისპირებაში ტაჯიკური „ჰოჯი შარიფი“ 3:1 დაამარცხა – შეხვედრები თუთაშვილმა, დვალაშვილმა და ჯაბნიაშვილმა მოიგეს.
ტურნირზე ბრინჯაოს მედლები ყაზახურმა კლუბმა „ჟენისმა“ მოიპოვა, სადაც ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და საბა ინანეიშვილი (+90 კგ) ჭიდაობდნენ.