ძიუდო | შავდათუაშვილი ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეჟაშიდან იბრძოლებს #1TVSPORT
ძიუდო | შავდათუაშვილი ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეჟაშიდან იბრძოლებს #1TVSPORT

ბაქოში მიმდანარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა.

მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ორი შეხვედრის მოგების შემდეგ ნეიტრალური დროშით მოასპარეზე, 20 წლის დანილ ლავრენტევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.

შეჯიბრზე წარუმატებლად გამოვიდნენ გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ზაურ დვალაშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე – 81 კგ.), რომლებიც ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ტურნირს.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

გუშინ, 22 ოქტომბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.