ძიუდო | შავდათუაშვილი ბაქოს გრანდ სლემის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ბაქოში მიმდანარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ.), ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე – 81 კგ.) ასპარეზობს.

მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა ტურნირზე ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ასევე წარმატებით გამოდიან ბაქოში ტერაშვილი, დვალაშვილი და გოჩილაიძეც.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

გუშინ, 22 ოქტომბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.