ძიუდო | სარდალაშვილი ტაშკენტის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
გიორგი სარდალაშვილი (60კგ) უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემზე მეოთხედფინალში იასპარეზებს. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირზე ორი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გასასვლელად ყაზახ იელდოს სმეტოვს დაუპირისპირდება.
შეჯიბრებაზე დღეს გამომსვლელი ორი ძიუდოისტი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ლაშა ნადირაძე (66 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 60 კგ), ლაშა ნადირაძე (66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (73 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და იმედა გოგოლაძე (ორივე – 100 კგ).
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ჩვენმა გუნდმა ტაშკენტში ცხრა ძიუდოისტით იასპარეზა და სამი მედალი მოიპოვა. ვარლამ ლიპარტელიანმა გრანდ სლემი მოიგო, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) – ვერცხლის, გელა ზაალიშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.