ძიუდო | სარდალაშვილი პარიზის გრანდ სლემზე მერვედფინალში დამარცხდა #1TVSPORT
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დღეს სტარტი აიღო 50-ე საიუბილეო გარნდ სლემმა ძიუდოში.
ტურნირის პირველ დღეს ორი ქართველი – გიორგი სარდალაშვილი (-60) და თენგო ზირაქაშვილი (-66) ასპარეზობდნენ და ორივე მათგანმა შეჯიბრი ადრეულ ეტაპზე დაასრულა.
გრანდ სლემზე ერთი წრის გავლა მოახერხა სარადალაშვილმა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ვიეტნამელი დუკ დატ ჩუ ვაზარით დაამაცხა. ქართველი მეოთხედფინალში გასასვლელად უკრაინელ არტიომ ლესიუკს დაუპირისპირდა და დამატებით დროში ვაზარით წააგო.
ხვალ, 3 თებერვალს, ტურნირის მეორე დღეს მედლების მოსაპოვებლად გიორგი ჩიხელიძე (73კგ), დიმიტრი გოჩილაიძე და ვლადიმერ ახალკაცი (ორივე – 81 კგ.) იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პარიზში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.