ძიუდო | სარდალაშვილი და ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | სარდალაშვილი და ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

თბილისში გრანდ სლემის ტურნირი მიმდინარეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 16 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ორი – გიორგი სარდალაშვილი (60კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპრეზობას წარმატებულად განაგრძობენ.

სარდალაშვილმა მერვედფინალში ავსტრიელი მეტოქე ადამიანი დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად ისრაელის წარმომადგენელ ვოლჩაკთან იჭიდავებს. ლიპარტელიანმა გრანდ სლემზე მეორე დაპირისპირებაში ბელგიელ ლიბერის სძლია და მეოთხედფინალში სერბ პერისიჩს შეხვდება.

ტურნირის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი სამივე საშეჯიბრო დღეს 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.