ძიუდო | საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
გერმანიის ქალაქ პოტსდამში დასრულებულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრები 4:1 დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე შარშანდელი ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.
საქართველოს ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო ლოლაძემ, ნინო გულბანმა, კოტე კაპანაძემ და გიორგი ჯაბნიაშვილმა მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობებში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი ნაკრები ვაჟთა შორის – პირველ, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.
ტურნირზე ოქროს მედლებს ზაურ დვალაშვილი (81კგ) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი დაეუფლნენ.