ძიუდო | საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში დასასრულს უახლოვდება. დღეს ტურნირზე გუნდური შეჯიბრება მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში იტალიას 4:3 სძლია და ნახევარფინალში გავიდა.
ჩვენი გუნდის რიგებიდან გამარჯვებები ბექაურმა (ორჯერ), თუშიშვილმა და შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ქართველები ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრებს შეხვდებიან. მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი ფინალში საფრანგეთს ან გერმანიას დაუპირისპირდებიან. გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ბრინჯაოს კი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).
კონტინენტის პირველობაზე გუნდური ასპარეზობის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.