ძიუდო | სანდრო ახლოური ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ძიუდო | სანდრო ახლოური ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

პერუში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს (U20) შორის, ​საქართველოს ნაკრების წევრმა სანდრო ახლოურმა (81 კგ) მერვედფინალში თურქ სელიმ არი ემირს სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ახმედ ტურლიევს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრი, 19 წლის თორნიკე გიგაური 66 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ტურნირზე ჩვენი ნაკრები ცხრა სპორტსმენით გამოდის.