ძიუდო | პორტუგალიის გრანპრიზე დღეს ორი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | პორტუგალიის გრანპრიზე დღეს ორი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე დღეს ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ) იასპარეზებენ.

პირველ შეხვედრაში ასკილაშვილი ავსტრალიელ მაევე კულანს შეხვდება, ჭანტურია კი –  ბრიტანელ კეიტ-ჯემინა იეტს-ბრაუნს.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ ქალი ძიუდოისტები გამოდიან. მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი პორტუგალიის გრან პრიზე მედლის მოსაპოვებლად ხვალ, 28 იანვარს იასპარეზებს.

2023 წელს ოდიველასში საქართველოს კაცთა ნაკრებმა ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა – ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო საბა ინანეიშვილმა (+100 კგ.) ფინალი წააგო.