ძიუდო | პლანეტის პირველობას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი გახსნის #1TVSPORT
ძიუდო | პლანეტის პირველობას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი გახსნის #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. ტურნირის პირველ დღეს კაცები – 60 კგ-ში, ქალები კი 48 კგ-ში იასპარეზებენ.

ქართველი ძიუდოისტებიდან დღეს ტატამზე გიორგი სარდალაშვილს ვიხილავთ, რომელიც მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

22 წლის ქართველს პირველ მეტოქედ ანგოლის წარმომადგენელი ლეონარდო ბაროში ერგო. წინასწარ შეხვედრებში წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ნახევარფინალში გიორგის სავარაუდო მეტოქე ან იაპონელი ნაგაიამა, ან ესპანელი გარიგოსი იქნება.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი დაპირისპირებები 13:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მსოფლიო პირველობაზე, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) გახდნენ, გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) – ვერცხლს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.