ძიუდო | პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ლაშა ბექაური იასპარეზებს და ტიტულის დაცვას შეეცდება #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) იასპარეზებს.
ბექაური განთესილია და გამოსვლას მეორე წრიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე ბულგარელ ივაილო ივანოვსა და ლიბანელ კარამნობ საგაიპოვს შორის გამარჯვებული იქნება.
ძიუდოს ტურნირზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის შემდეგ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალია. გუშინ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა.