ძიუდო | პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში 19 ქვეყანა იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში 19 ქვეყანა იასპარეზებს #1TVSPORT

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირი 27 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს გუნდური შეჯიბრებით დასრულდება.

შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობას 19 ქვეყნის ნაკრები მიიღებს, რომელთა შორის პირველად ისტორიაში საქართველოც იქნება.

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში მასპინძელ იაპონიას 4:1 სძლია.

პარიზში გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს, საფრანგეთის, ავსტრიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, ბრაზილიის, გერმანიის, იაპონიის, თურქეთის, კანადის, უნგრეთის, ყაზახეთის, სამხრეთ კორეის, უზბეკეთის, ისრაელის, მონღოლეთის, სერბეთისა და ლტოლვილთა ოლიმპიური ნაკრების წარმომადგენლები გამოვლენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.), გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური (90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.) გურამ თუშიშვილი (+100 კგ.).