ძიუდო | ნინო ლოლაძემ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, კოტე კაპანაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა #1TVSPORT
გერმანიის ქალაქ პოტსდამში დღეს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტურნირზე 12 სპორტსმენით გამოდის. პირველ საშეჯიბრო დღეს კონტინენტის პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზა გოგონათა შორის 57 კგ-ში გამომსვლელმა 18 წლის ნინო ლოლაძემ, რომელმაც ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველი ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში ნიდერლანდელ ელინ ჰენინგერთან დამარცხდა. ფინალურ ბლოკში, ლოლაძის გარდა, ასევე ვიხილეთ კოტე კაპანაძე (73 კგ) და ალეკო კასრაძე (66კ გ). კაპანაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელ ჰორჩანკოს სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.
ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ვაჟები – 60, 66 და 73, ხოლო გოგონები 48, 52, 57 და 63 კგ-მდე წონით კატეგორიებში ასპარეზობდნენ.
ხვალ, 18 ნოემბერს ვაჟები – 81, 90, 100 და +100, გოგონები კი 70, 78 და +78 კგ-ებში გამოვლენ.