ძიუდო | ნინო ლოლაძე მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ნინო ლოლაძე (57 კგ) პირველ შეხვედრაში იაპონელ მეტოქესთან, აკარი ომორისთან დამარცხდა.
დღეს წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. მედლები მამაკაცთა შორის 73 კგ და ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.
შეჯიბრების პირველ დღეს 23 წლის გიორგი სარდალაშვილმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.