ძიუდო | ნინო ლოლაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს დაიწყო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში.
საქართველოს ნაკრებიდან პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლის მოპოვება მხოლოდ ნინო ლოლაძემ (57 კგ) შეძლო.
19 წლის ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან იპონით წააგო. ლოლაძემ საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა თორნიკე მოსიაშვილს (66 კგ), მაგრამ იგი რეპეშაჟში დამარცხდა.
6 სექტემბერს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.