ძიუდო | მიხეილ ბახბახაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | მიხეილ ბახბახაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს კონტინენტის პირველობაზე მიხეილ ბახბახაშვილმა (73კგ) პირველი შეხვედრა მოიგო.

ქართველმა უნგრელი დანიელ სეგედი ულამაზესი გდებით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს.

ტურნირზე პირველივე დაპირისპირება დათმო ნინო წიკლაურმა (63 კგ).

შეჯიბრების მეორე დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება – კაცებში 73 კგ-ში, ქალებში კი 57 და 63 კგ-ში.

წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს 16:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.