ძიუდო | მეორე ფინალისტი ევროპის ჩემპიონტზე – ეთერ ლიპარტელიანი ოქროსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

13:56, 17.04.2026

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის პირველობაზე ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ფინალშია.

მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბ მარიცა პერიშიჩს დამატებით დროში სუფთა გდებით მოუგო.

ეთერ ლიპარტელიანი ფინალში ისრაელის წარმომადგენელს, ტიმნა ნელსონ ლევის შეხვდება.

ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს 16:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი