ძიუდო | მარგველაშვილი მოლდოველ ვიერუსთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში, წონის პირველ ნომერთან, მოლდოველ დენის ვიერუსთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო პირველობაზე 60 კგ-ში ლუხუმ ჩხვიანმა მეორე ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო.
საქართველოს ნაკრების წევრები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მომავალ დღეებში იასპარეზებენ:
ვაჟები: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ).
ტურნირის განრიგი:
8 ოქტომბერი: -57კგ, -73კგ
9 ოქტომბერი: -63კგ, -81კგ
10 ოქტომბერი: -70კგ, -90კგ
11 ოქტომბერი: -78კგ, -100კგ
12 ოქტომბერი: +78კგ, +100კგ
13 ოქტომბერი: გუნდური ჩემპიონატი.