ძიუდო | მაისურაძე და ინანეიშვილი პარიზის გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ორი ქართველი – ლუკა მაისურაძე (90კგ) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი ნახევარფინალში იჭიდავებენ.
მეოთხედფინალში მაისურაძემ ფრანგი ლაბორდე დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იაპონელ ტაჯიმას შეხვდება. ინანეიშვილმა კი ფინელ პუმალაინელს სძლია და ნახევარფინალში კორეელ ლის დაუპირისპირდება.
რეპეჟაშიდან გააგრძელებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას ირაკლი დემეტრაშვილი (+100კგ). ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ), კოტე კაპანაძე (81 კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ) კი გარნდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.