ძიუდო | ლუკა მაისურაძემ სარაევოს ღია პირველობაზე რუსი იგოლნიკოვი დაამარცხა და ფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
სარაევოში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ნახევარფინალში რუსი მიხაილ იგოლნიკოვი დამატებით დროში იპონით დაამაცხა და ფინალში იტალიელ ჯაკომო გამბას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ,რომ სარაევოს ტურნირის პირველ დღეს მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი სარადალაშვილმა (66კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, 21 წლის თორნიკე მოსიაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.