ძიუდო | ლუკა მაისურაძე სარაევოს ღია პირველობის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
სარაევოში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) პირველი დაპირსპირება მოიგო და მეოთხედფინალში იჭიდავებს.
ქართველმა ავსტრიის წარმომადგენელი ისლამხანოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად გერმანელ სტარკს დაუპირისპირდება.
დღეს ტურნირზე გამომსვლელი მეორე ქართველი – ირაკლი ბეროშვილი (81 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ სარაევოს ტურნირის პირველ დღეს მსოფლიო ჩემპიონმა, გიორგი სარადალაშვილმა (66კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, 21 წლის თორნიკე მოსიაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.