ძიუდო | ლუკა მაისურაძე გერმანელი სტარკი დაამარცხა და სარაევოს ღია პირველობის ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
სარაევოში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მეორე დაპირისპირება მოიგო და ნახევარფინალში იჭიდავებს.
ქართველმა მეოთხედფინალში გერმანელ სტარკს მარტივად სძლია და ფინალში გასასვლელად რუს მიხაილ იგოლნიკოვს დაუპირისპირდება.