ძიუდო | ლუკა მაისურაძე ბრუნდება - მსოფლიო ჩემპიონი რომის ღია პირველობაზე იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | ლუკა მაისურაძე ბრუნდება - მსოფლიო ჩემპიონი რომის ღია პირველობაზე იჭიდავებს #1TVSPORT

ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოს უბრუნდება – ლუკა მაისურაძემ ბოლოს 2023 წლის დეკემბერში ტოკიოს გრანდ სლემზე იჭიდავა. მან ერთი წელი დოპინგტესტზე ჩავარდნის გამო გამოტოვა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაისურაძე რომში ევროპის ღია პირველობაზე იასპარეზებს, რომელიც სტარტს დღეს, 9 ნოემბერს აიღებს. ლუკა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველ ნომრად არის განთესილი და მე-2 ეტაპზე იტალიელ კენი კომი ბედელსა და უკრაინელ სტანისლავ გუნჩენკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ამავე წონაში კიდევ ორი ქართველი იჭიდავებს. მიხეილ კუპრაშვილი ისრაელის წარმომადგენელ იაჰელი ლავის დაუპირისპირდება, ხოლო თორნიკე ფოლადიშვილის მეტოქე იტალიელი ტომასო ფავა იქნება.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი იანტბელიძე – ფრანგ ლიონელ ბების, ბაგრატ ნინიაშვილი კი იტალიელ ლუკა რუბეკას შეხვდება.

ორი ქართველი გამოვა 81 კგ-შიც: ვლადიმერ ახალკაცი იტალიელ ლორენცო პაროდის დაუპირისპირდება, ხოლო ირაკლი ბეროშვილი იტალიელ ნიკოლა ჩიარისა და ისრაელის წარმომადგენელ ორი პოლაკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რომის ღია პირველობაზე 9 ნოემბერს გამარჯვებულები და მედალოსნები კაცთა 60, 66 და 73 კგ-მდე წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, 10 ნოემბერს კი მედლები 90, 100 და (+100 კგ.) წონებში გათამაშდება.