ძიუდო | ლუკა ჯავახიშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის დღეს მედლებისთვის 81 და 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები ასპარეზობენ.
81 კგ-ში საქართველოს ნაკრები ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, მათგან ალექსანდრე ლოლაძე ბრძოლასა ნაადრევად გამოეთიშა, ლუკა ჯავახიშვილი კი ფინალში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე ჩინელი იანგნან ვანგი იქნება.
90 კგ-ში თამაზ კობერიძემ პირველივე ორთაბრძოლა წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 15:00 საათიდან დაიწყება.