ძიუდო | ლოზანის გრანდ სლემზე დღეს ოთხი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ლოზანაში მიმდინარე გრანდ-სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე ოთხ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ – მედლების მოსაპოვებლად მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ლოლაძე (ორივე 73 კგ),ზაურ დვალაშვილი (81კგ) და ნინო გულბანი (70 კგ) იბრძოლებენ.
წინასწარი შეხვედრები 10:30 სთ-ზე დაიწყება, ფინალური ბლოკი 19:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 აგვისტოს ოქროს მედალი მსოფლიოს და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.