ძიუდო | ლოზანის გრანდ სლემზე დღეს მედლების მოპოვებას ხუთი ქართველი შეეცდება #1TVSPORT
ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს, ტატამზე ხუთი ქართველ ძიუდოისტი გავა – მედლების მოსაპოვებლად აკაკი ჯაფარიძე, ლუკა ჯავახიშვილი (ორივე 90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) იბრძოლებენ.
შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალია – 28 აგვისტოს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.