ძიუდო | ლაშა შავდათუაშვილმა - პირველი, მიხეილ ბახბახაშვილმა მეორე გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს კონტინენტის პირველობაზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ფინელი ოლინი დამატებით დროში დაამარცხა.
ტურნირზე მეორე შეხვედრა მოიგო მიხეილ ბახაბახაშვილმა. მისი მეტოქე ჩეხეთის სახელით მოასპარეზე კარიმოვი იყო.
ორივე ქართველი მერვედფინალში იასპარეზებს.
შეჯიბრების მეორე დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება – კაცებში 73 კგ-ში, ქალებში კი 57 და 63 კგ-ში.
წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს 16:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.