ძიუდო | ლაშა შავდათუაშვილი იაპონელ ჰაშიმოტოსთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
ძიუდო | ლაშა შავდათუაშვილი იაპონელ ჰაშიმოტოსთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) გამოვიდა. ქართველი მეორე წრეში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა. ლაშამ ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი ქართველი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) იჭიდავებს. ქართველის მეტოქე პირველ დაპირისპირებაში ჩინელი ქი ცაი იქნება. ლიპარტელიანის ბადეში კანადელი კრისტა დეგუჩი გამოდის.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.